Tuesday, July 18, 2017

რეფლექსია მეცხრე დღე

დავასრულეთ intel-ის ტრენინგი, რომელიც მართლაც რომ შრომატევად მუშაობას მოითხოვდა. ნამდვილად საინტერესო და ბევრის მომცემი იყო ჩემთვის ეს ტრენინგი.დღეს დავასრულე  და გამოვაქვეყნე ჩემი პორტფოლიო. დიდი მადლობა ბატონ დავითს საინტერესო ტრენინგისათვის.

Monday, July 17, 2017

მერვე დღე

დღეს განვიხილეთ გეგმის საბოლოო ვარიანტი. დავასრულე ჩემი პორთფოლიო და გამოვაქვეყნე. ტრენერმა აგრეთვე გაგვაცნო  outlook.com -  ზე  ელ. ფოსტების შექმნის და გამოყენების შესაძლებლობებზე.დღე სკმაოდ ნაყოფიერი და შრომატევადი იყო. მადლობა ტრენერს სასიამოვნო გარემოში  მუშაობისათვის.

Tuesday, July 11, 2017

ტრენინგის მეშვიდე დღე

ტრენინგის მეშვიდე დღე ძალზედ მნიშვნელოვანი და მრავალეროვანი იყო. ჩვენი პროექტების მიხედვით  შევქმენით  მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი. გავიარეთ ყველა ის ნაბიჯი რაც მოსწავლემ უნდა შეასრულოს ამ პროექტის განხორციელებისას. გარდა ამისა ვისაუბრეთ დიფერენცირებული სწვლების შესახებ.  აგრეთვე პროექტის პორტფოლიო მოვათავსეთ ბლოგზე და შევისწავლეთ ბმულის გაკეთება . დღე იყო ნაყოფიერი და ამისათვის მადლობა ტრენერს.

პროექტის პორტფოლიო

პორტფოლიოს სანახავად გადადით ბმულზე

Monday, July 10, 2017

მეექვსე დღე

მეექვსე დღე საკმაოდ ენერგიული და  შრომატევადი  აღმოჩნდა,  განვიხილეთ პრეზენტაციის შეფასების რუბრიკები. განვიხილეთსასწავლო პროექტების დამხმარე დაშეფასების ინსტრუმენტები.ტრენერმა გაგვაცნო  პროგრამული და აპარატურული უზრუნველყოფის ინსტრუმენტები/. ჩავინიშნეთ საშინაო დავალება  მომდევნო ტრენინგისათვის.

Tuesday, July 4, 2017

მეხუთე დღე

მეხუთე დღე                                                                                                                                                 მიმდინარე დღე დაიწყო სასიამოვნო გარემოში. ტრენერი გვესაუბრა მრავალფეროვანი პროგრამების გამოყენების შესახებ როგორც საგაკვეთილო პროცესში ასევე სხვადასხვა სახის პროექრტების განხორციელებისას.                                                                                        განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა სახეები, Google Forms  ის მრავალმხრივი გამოყენების პრინციპები. ვისაუბრეთ შეფასების რუბრიკების შესახებ. რომელიც მნიშვნელოვანი და გამოსადეგი იქნება ჩვენი პროექტის განხორციელებისას.

Monday, July 3, 2017

მოდულის მეოთხე დღე

მოდულის მეოთხე დღეს კიდევ ერთხელ დაწვრილებით განვიხილეთ და ჩავასწორეთ პროექტის მიზნები და შედეგები. შემდეგ განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები,რომლებიც მოსწავლეს დაეხმარება პროექტზე მუშაობისას.                                     მშემდეგ ვისაუბრეთ ტექნიკური ინსტრუმენტების შესახებ. ტრენერმა აგვიხსნა Drive ის უპირატესობები თანამშრომლობითი  მუშაობისას, Blog ის და You Tube გამოყენება  ნამუშევრწების წარმოსადგენად.